სასამართლომ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგე 7 დაკავებული პატიმრობაში დატოვა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით არიან დაკავებულები, პატიმრობაში დატოვა.
7 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. ადვოკატები დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
გადაწყვეტილებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან პროტესტი მოჰყვა. დაკავებულების ახლობლებმა პენიტენციური სამსახურის ავტომობილებს, რომლებშიც პატიმრები ისხდნენ, გზა გადაუკეტეს.