4 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში ერთი კირჩხიბი მაინც!
ეს წყლის ნიშანი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მგრძნობიარე და მზრუნველია. თუ მხარდაჭერა გჭირდებათ, კირჩხიბი სიამოვნებით ამოგიდგებათ მხარში, მაგრამ მისი ღირსებები მხოლოდ ამით არ ამოიწურება!
1. ძალიან ფრთხილია
კირჩხიბები ღელავს ყველაფრის გამო. როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევს, დღეების და ზოგჯერ კვირეების განმავლობაში იფიქრებს, საგულდაგულოს აწონ-დაწონის დადებით და უარყოფით მხარეებს, თუნდაც ეს უბრალო ყოფითი საკითხი იყოს. კირჩხიბი ყურადღებით აკვირდება სხეულის ენესაც კი, ამიტომ მასთან კომუნიკაციისას რაც შეიძლება უბრალო უნდა იყოთ.
2. წარმოუდგენლად ერთგულია
კირჩხიბი ძალიან ლოიალურია იმ ადამიანებთან, ვინც უყვარს - ზოგჯერ, ზედმეტადაც კი! მისი საუკეთესო თვისებაა ის, რომ შეუძლია ადამიანების დარწმუნება, რომ ისინი უყვართ და სასურველები არიან; კირჩხიბი უბედნიერესია, თუკი გვერდით ჰყავს ახლობლებისა და ოჯახის წევრების მეგობრული გუნდი. კირჩხიბის ნდობა თვალდახუჭული შგიძლიათ - ის ამას იმსახურებს!
3. ეშინია ახლობლებისგან უარყოფის და კაპრიზულია თავდასაცავად
კირჩხიბად ყოფნა რთულია! ისინი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ემოციური ადამიანების არიან. ახასიათებთ რა ღრმა სენტიმენტალურობა, გუმოდგინედ უფრთხილდებიან ოჯახურ რელიქვიებს, ისტორიებს, მოგონებებს. კირჩხიბების უმეტესობისთვის ცხოვრებაში მთავარი ამოცანაა საკუთარი ოჯახის შექმნა და ფესვების გადგმა.
როდესაც კირჩხიბი ტკივილს გრძნობს ან ნაწყენია, არ ერიდება ამის ჩვენებას - ან თავის ნაჭუჭში შეიკეტება ან პირიქით - წყობილებიდან გამოვა. ნუ მიიღებთ მის ასეთ კაპრიზულ განწყობას პირად შეურაცხყოფად - ეს, უბრალოდ, კირჩხიბის მანერაა ტრავმის ასარიდებლად.
4. სამყაროს ბოლომდე არ ეხსნება, მაგრამ იცოდეთ, რომ საოცრად გულმოწყალეა
ცნობილია, რომ კირჩხიბი თავის ემოციებს მალავს, განსაკუთრებით - ახალგაცნობილ ადამიანებთან. კირჩხიბი დამცავ გარსს იკეთებს, რადგან ეშინია, ვინმესგან წყენა არ იწვნიოს. მას უჭირს ადამიანის ნდობა და ამისთვის დრო სჭირდება. იცოდეთ, რომ ის გულმოწყალეა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ რაციონალური თვალსაზრისით მისი გაგება რთულია.