მაჩვენე შენი გარდერობი და გეტყვი, ვინ ხარ შენ - ტესტი
თქვენს გარდერობს ბევრის თქმა შეუძლია თქვენ შესახებ. თუკი რამდენიმე შეკითხვას პასუხს გასცემთ, საკუთარ თავს სხვა კუთხიდან დაინახავთ.
1. ცდილობთ თუ არა ყველა სეზონისთვის ახალი ტანსაცმლის ყიდვას, თუნდაც ეს აუცილებელი არ იყოს?
დიახ – 3 ქულა
არა – 0 ქულა
2. რომრლ ქსოვილს ანიჭებთ უპირატესობას?
ერთფეროვანს – 3 ქულა
ჭრელს – 2 ქულა
სულერთია – 0 ქულა
3. როგორია თქვენი სტილი?
საქმიანი – 0 ქულა
სპორტული – 3 ქულა
მოდური – 5 ქულა
მკვეთრად მოდური – 7 ქულა
4. გაქვთ თუ არა იმის გამბედაობა, რომ პირველმა ჩაიცვათ ექსტრავაგანტული ტანსაცმელი?
დიახ – 5 ქულა
ხშირად – 3 ქულა
არა – 0 ქულა
5. უპირატესობას ანიჭებთ თუ არა ფერების თამამ შეხამებას?
დიახ – 5 ქულა
ზოგჯერ – 3 ქულა
არა – 0
6. თავის დაფარვის რომელ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას?
ფართო შლიაპა – 7 ქულა
ჩალმა – 4 ქულა
პატარა შლიაპა – 2 ქულა
საერთოდ ვერ წარმოგიდგენიათ თავი ქუდით – 0 ქულა
7. როგორ ჩანთას ანიჭებთ უპირატესობას?
დიდი ჩანთა ქამრით – 4 ქულა
მკაცრი ქალის ჩანთა – 3 ქულა
ძალიან პატარა ჩანთა – 2 ქულა
მოდური ჩანთა – 0 ქულა
8. მოგწონთ ქუსლიანი ფეხსაცმელი?
დიახ – 3 ქულა
არა – 0 ქულა
9. არის თუ არა თქვენს გარდერობში თუნდაც ერთი თქვენ მიერ დამზადებული ნივთი?
დიახ – 3 ქულა
არა – 0 ქულა
10. სახლში თქვენ ატარებთ:
გრძელ ქვედაბოლოს – 5 ქულა
სპორტულ კოსტიუმს – 3 ქულა
ხალათს – 0 ქულა
11. რომელია თქვენი საყვარელი გამოსახულება ქსოვილზე?
ყვავილები – 7 ქულა
კოპლები – 5 ქულა
ზოლები – 3 ქულა
გეომეტრიული ნახატები – 1 ქულა
ერთფერიანი მასალა – 0 ქულა
შედეგების შეჯამება:
5-დან 11 ქულამდე: თქვენ გიყვართ სიწყნარე და სტაბილურობა, არ ჩქარობთ საკუთარი შინაგანი სამყაროს გამომზეურებას. ძნელად ამყარებთ ახალ ურთიერთობებს და ისიც არახანგრძლივად. კარგი დიასახლისი ბრძანდებით, ბავშვების მიმართ მომთხოვნი, სამსახურში კი – გულმოდგინე.
12-დან 22 ქულამდე: ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათი გაქვთ: მხიარულებიდან უცებ ნაღვლიანდებით, ცუდი განწყობიდან კი თავაწყვეტილ ხალისს იწყებთ. ხშირად იცვლით შეხედულებებს, რაც სხვებს არ მოსწონთ. სამსახურში ენერგიულ პერიოდს ცვლის უმოქმედო დღეები.
23-დან 37მდე: ახლოს ხართ ოქროს შუალედთან, იოლად ამყარებთ ადამიანებთან ურთიერთობას, კეთილგანწყობილი ბრძანდებით და ადვილად იმსახურებთ სხვების ნდობას. თქვენი სახლი მეგობრებისთვის მშვიდი თავშესაფარია.
37-ს ზემოთ: სწრაფად აინთებით და ისევ სწრაფად ქრებით. არ შეგიძლიათ საკუთარი გრძნობების დაფარვა. ეს კი სირთულეებს გიქმნით გარშემომყოფებთან ურთიერთობაში და აძნელებს ცხოვრებას.
genius.ge