თეგებით ძიება

სითბოს დაკვრა - საფრთხე, რომელიც ძაღლების სიკვდილსაც კი იწვევს (რეკომენდაციები)

ზაფხულის პერიოდში ძაღლებს შესაძლებელია დაემართოთ სითბოს დაკვრა, რომელმაც გამოიწვიოს მათი სიკვდილი, - ინფორმაციას და რეკომენდაციებს სოციალურ ქსელში ექიმი ზაზა თელია აქვეყნებს:

"აუცილებელია ისინი მოვარიდოთ სიცხეს.

სითბოს დაკვრის პრევენციისათვის -

1.წაიყვანეთ სასეირნოდ ან სავარჯიშოდ როდესაც მზის სხივები სუსტია, დილით ადრე ან საღამოს;
2. არ დატოვოთ პარკირებულ ავტომობილში იმის მიუხედავად თუ ფანჯრები ჩაწეულია;
3. დარწმუნდით რომ ძაღლი უზრუნველყოფილია გრილი წყლით და მას აქვს ჩრდილში ყოფნის შესაძლებლობა

სითბოს დაკვრის ნიშნები:

1. მძიმე ქოშინი
2. გაძლიერებული ნერწყვის დენა
3. სუნთქვის გაძნელება
4. თავბრუსხვევა
5. დასუსტება, დაუძლურება, ღონის გამოლევა
6. დიარეა

მკურნალობა:

იმოქმედეთ სწრაფად:
1. გადაიყვანეთ ჩრდილში
2. მოახვიეთ გრილ წყალში დასველებული პირსახოცი
3. შეგიძლიათ თათების Ბალიშებზე ან მუცელზე დაადოთ ალკოჰოლში დასველებული ბამბა (დარწმუნდით რომ არ ალოკავს)
4. დაუკავშირდით ვეტერინარს შემდგომი მკურნალობის გადასაწყვეტად", - წერს თელია ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა