თეგებით ძიება

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი

ელოდეთ რაიმე მოულოდნელ შემთხვევას, რომელიც წარსულთან იქნება დაკავშირებული და რომელიც კიდევ დიდხანს არ დაგავიწყებთ თავს.

კურო

თქვენს აზრებს და შეფასებებს პატივს სცემენ, მაგრამ ნუ შეეცდებით ისინი თავს მოახვიოთ ირგვლივმყოფებს. საქმით დაანახეთ ყველას თქვენი იდეების უპირატესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ მათთან დაპირისპირება.

ტყუპები

დააზუსტეთ თქვენი გეგმები და დაიწყეთ აქტიური მოქმედება. არ შეჩერდეთ, იჩქარეთ გარემოსა და ცხოვრების საქმიანი თუ პირადი სფეროს გასაუმჯობესებლად, ნუ შეზღუდავთ თქვენს სურვილებსა და მიზნებს.

კირჩხიბი

ურთიერთობის დროს იფიქრეთ არა მარტო გრძნობებზე, არამედ მოვალეობებზეც. სიახლოვე მოითხოვს ურთიერთგაგებას და ერთმანეთის მიმართ ვალდებულებების შესრულებას.

ლომი

წარმატება გელით სასიყვარულო საქმეებში, თუმცა არის ალბათობა ე.წ. კეთილისმყოფელები შეეცადონ თავს მოგახვიონ თქვენთვის მიუღებელი აზრები და აკონტროლონ თქვენი ქმედებები. იარეთ თქვენი გზით.

ქალწული

გაინებივრეთ თავი და იზრუნეთ საკუთარ სიამოვნებაზე, იყიდეთ რაიმე სასიამოვნო რაც გაგახარებთ, შეეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ემოცია.

სასწორი

წარმატებული იქნება შეხვედრები და მოლაპარაკებები სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, მხოლოდ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მკაცრად იქნეს დაცული მოლაპარაკებების პირობები.

მორიელი

შესაძლებლობა გექნებათ ყოველგვარი თამაშის გარეშე გამოაჩინოთ თქვენი რეალური სახე, იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ, თქვათ ის, რასაც ფიქრობთ და რისკენაც ისწრაფვით.

მშვილდოსანი

ურთიერთობები და მოლაპარაკებები სასიკეთოდ წარიმართება. მოსალოდნელია კონსტრუქციული და პერსპექტიული სამომავლო კონტრაქტები, განსაკუთრებით თუ საკუთარ ბიზნესს ფლობთ.

თხისრქა

ნუ იქნებით მკაცრი და კრიტიკული, სპონტანური ქმედებები უფრო მეტად მიგაახლოებენ მიზანთან, ვიდრე წინასწარ დაგეგმილი თუ მოფიქრებული ვარიანტები. განაახლეთ თქვენი ინტერიერი და პირადი სივრცე განწყობილების ასამაღლებლად.

მერწყული

მნიშვნელოვანი იქნება დღეს წარმოქმნილი სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში არჩეული მიმართულების სწორი წარმართვისათვის, აგრეთვე კონკრეტულ ადამიანზე თუ სიტუაციაზე სასიკეთო განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის.

თევზები

ერიდეთ უცხო ადამიანებს, არის თაღლითობის და მოტყუების ალბათობა, ან შესაძლოა ჩაგითრიონ და თავგზა აგიბნიონ ცრუ დაპირებებითა და იმედებით. იყავით ფხიზლად, რათა არ აღმოჩნდეთ მსხვერპლის როლში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა