6-თვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მზის დაბნელების მიხედვით
10 ივნისი გამორჩეული დღეა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელება გავიარეთ. 26 მაისს გვქონდა მთვარის დაბნელება. მთვარის დაბნელება რაღაცას გვართმევს, რაღაცისგან გვათავისუფლებს. მზის დაბნელება არის დასაწყისი. ამ დროს ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. ნუ გაეკიდებით წარსულს, იყავით მზად, რომ მიიღოთ ახალი. განსაკუთრებული სიახლეები (სამსახური, მოვლენა, ადამიანი) ელით მათ, ვინც მზის დაბნელების ახლოს პლუს/მინუს აღნიშნავს დაბადების დღეს; ან ტყუპის 15-22 გრადუსში ჰყავს ასცენდენტი ან პირადი პლანეტები. თუმცა, სიახლეები ზოდიაქოს ყველა ნიშანს ელის.
ვერძი
გახშირდება ურთიერთობა, კონტაქტები. გამოგიჩნდებათ გავლენიანი ადამიანი, რომელიც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ, მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, დოკუმენტს, რომელსაც ელოდებოდით. გახშირდება მიმოსვლა. მოგინდებათ ავტომობილის (კომპიუტერული ტექნიკის) შეძენა, მაგრამ გირჩევთ, 24 ივნისის მერე იყიდოთ. სურვილი გაგიჩნდებათ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, ჩაეწეროთ სასწავლო კურსებზე (თუნდაც მასაჟის). ზოგიერთს მოგინდებათ მეზობლებთან ან და-ძმებთან ხშირი შეხვედრა.
კურო
ცვლილებები მოსალოდნელია ფინანსებში. შეიძლება ახლა დაიწყოს მოვლენები, რაც 19 ნოემბერს გამოვლინდება, რადგან 19-ში გველოდება დაბნელება თქვენს ნიშანში. გამორიცხული არაა, გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო, ან მოგემატოთ ხელფასი. მიიღებთ ფულს კარგად შესრულებული პროექტისთვის. კარგი იქნება, ფულის დაბანდება სარფიან ბიზნესში. ზოგი გადაწყვეტს საქმიანობის, სამსახურის შეცვლას, გაუმჯობესების მიზნით. ან ახალი ბიზნესის დაწყებას, მაგრამ ყველა სიახლე 24 ივნისიდან დაიწყეთ. აიმაღლებთ თვითშეფასებას, გააძვირებთ თქვენს მომსახურებას.
ტყუპი
დაბნელება თქვენს ნიშანში ხდება. ახლა თქვენ ხართ მთავარი გმირი. იცოდეთ, რომ თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ნუ მოგერიდებათ ლიდერის თვისებების გამოვლენა. ცვლილებები გელით ყველა სფეროში. შეიძლება რადიკალურად შეიცვალოთ როგორც პიროვნულად, ისე გარეგნობით. გაგიჩნდებათ იდეები, რაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობას მოგცემთ. ცვლილებები მოსალოდნელია ურთიერთობაში (ქორწინებაც და განქორწინებაც), საქმიანშიც.
კირჩხიბი
გათავისუფლდებით ყველაფერი ძველისგან, უსარგებლოსგან, რათა ადგილი გაუთავისუფლოთ ახალს. შეიძლება გაგიჩნდეთ ემიგრაციაში წასვლის სურვილი. ზოგმა შეიძლება უცხოელებთან დაიწყოთ მუშაობა, საზღვარგარეთ. ზოგმა, თუ აქამდე უმუშევარი იყავით, შეიძლება სამსახური დაიწყოთ დახურულ დაწესებულებაში. ან სურვილი გაგიჩნდებათ დაიმშვიდოთ ნერვები სანატორიუმში, მონასტერში, ყველასგან განმარტოებით ან სულაც სახლში ჩაიკეტოთ. სურვილი გაგიჩნდებათ მისტიკაში, ეზოტერიკაში გაერკვეთ, გაძლიერდეთ, გაერკვეთ ან რეგრესიულ ჰიპნოზს, მედიტაციას მიმართოთ. ზოგი გადაწყვეტს საიდუმლო რომანი გააბას ან ადამიანთან, რომელიც თქვენგან შორს ცხოვრობს. გირჩევთ, დაარკვირდეთ სიზმრებს, ჩაიწეროთ, ის შეიძლება მომავალში წიგნის სიუჟეტად გამოგადგეთ.
ლომი
მზის დაბნელება გამოააშკარავებს თქვენს ურთიერთობას მეგობრებთან. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს. შეიძლება გახდეთ დიდი კოლექტივის, ან თანამოაზრეთა ჯგუფის წევრი. ან თავად შექმნათ ასეთი გაერთიანება (ჰობის, კვების, ფიტნესის). ზოგიერთს გამოგიჩნდებათ ახალი ონლაინკლიენტები, გააკეთებთ ახალ საიტს. თუ უკვე გაქვთ სოციალური ქსელი, შეიძლება ახალი გამომწერები გაგიჩნდნენ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, თქვენი ინვესტიციისგან, წარსულში შესრულებული საქმისგან. შეიძლება მეგობართან გააბათ რომანი. ან ახალი მეწყვილე მეგობრების წრეში გაიცნოთ.
ქალწული
კარიერისა და მიღწევების თემები გახდება მნიშვნელოვანი. მოგინდებათ, რომ მოიპოვოთ გარშემო მყოფების აღიარება, დაფასება. ეცდებით, აიმაღლოთ სტატუსი. ცვლილებები მოსალოდნელია პირად ცხოვრებაშიც: დაქორწინდებით (ან განქორწინდებით და ადგილს გამოუთავისუფლებთ ახალ პიროვნებას) ან მშობელი გახდებით. ზოგიერთს მოგინდებათ ძვირად ღირებული ავტომობილის, პრესტიჟულ უბანში სახლის შეძენა და ამით თავის მოწონება გარშემო მყოფებთან. თუ ბიზნესის დაწყება გსურთ, 24 ივნისიდან დაიწყეთ. სამსახურში შეგაქებენ, დაფასდება საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ.
სასწორი
გადაწყვეტთ უცხოეთში წასვლას, სამსახურის ან რომანის გამო. თუ განქორწინებული ხართ, შეიძლება მეორედ დაქორწინდეთ ან გაიგოთ, რომ შვილიშვილი გეყოლებათ. ზოგი გადაწყვეტთ უცხო ენის შესწავლას. მულტინაციონალური მეგობრები გამოგიჩნდებიან. შეიძლება კლიენტები გამოგიჩნდნენ საზღვარგარეთიდან. თუ ბლოგრი ხართ, გახდებით პოპულარული. შეიძლება ახალი წიგნის დაბეჭდვა გადაწყვიტოთ. ან თავად გადაწყვეტთ სწავლას, ან თქვენ გახდებით პედაგოგი. მიიღებთ დიპლომს, სერტიფიკატს. 27 ივნისიდან შეიძლება აღძრათ სასამართლო საქმე.
მორიელი
მიიღებთ მატერიალურ დახმარებას, სახელმწიფოსგან, პარტნიორისგან ან მემკვიდრეობას. შეიძლება შეგიჩერდეთ ერთი მატერიალური წყარო და მიიღოთ მეორე. გადალახავთ შიშებს, დაძლევთ ფსიქოლოგიურ პრობლემებს. თუ გაქვთ სურვილი, რომ გათავისუფლდეთ ალკოჰოლისგან, ნარკოტიკებისგან, კარგი პერიოდია მკურნალობის, თერაპიის დასაწყებად. გაგიმძაფრდებათ ინტერესი და დაიწყებთ ეზოტერიკული მეცნიერებების (ტარო, რუნები) შესწავლას. გაგიუმჯობესდებათ სექსუალური ცხოვრება. გოგონებისთვის მოსალოდნელია ჩასახვაც. სამყარო დაგეხმარებათ, რომ ამოხსნათ თქვენთვის მნიშვნელოვანი საიდუმლო.
მშვილდოსანი
პირადი ურთიერთობები გახდება აქტუალური (განქორწინება, დაქორწინება). თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ახალი მტრებიც გაიჩინოთ. გაერკვევით, რა დამოკიდებულება აქვთ გარშემო მყოფებს თქვენ მიმართ. სხვების დახმარებით მოაგვარებთ პირად საქმეებს. ზოგს გამოგიჩნდებათ ახალი ბიზნესპარტნიორი ან გააფორმებთ ახალ ხელშეკრულებას. თუმცა, ბიზნესსაქმიანობა, სიახლეები 24 ივნისიდან დაიწყეთ. ახლა დაღმავალი კვანძი თქვენს ნიშანშია და გამორიცხული არაა, თავი ცოტა უენერგიოდ, უმოტივაციოდ იგრძნოთ. შეიძლება რაღაცები წავიდეს კიდეც თქვენგან (ადამიანი, საქმე). თუმცა, ცოტა ხანში გამოჩნდება მოტივატორი, რომელიც მოგქოქავთ. ეს წელი იმითაცაა თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ მომდევნო დაბნელება თქვენს ნიშანში, 4 დეკემბერს იქნება.
თხის რქა
ახალი პასუხისმგებლობა, სამსახური, შემოთავაზება, ბიზნესპროექტი გამოგიჩნდებათ. თუ პირადი ბიზნესი გყავთ, შეიძლება ახალი თანამშრომელი, დამხმარე მიიღოთ. ან გამოჩნდება ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობას გადაუნაწილებთ. შეგეცვლებათ დღის ჩვევები, რეჟიმი, განრიგი. ზოგი გადაწყვეტს მკურნალობის კურსის გავლას. გამოჯანმრთელდებით, თუ რამე გაწუხებდათ. გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. გამორიცხული არაა, ახალი შინაური ცხოველი გაიჩინოთ.
მერწყული
ეს მზის დაბნელება სიამოვნებას, სასიყვარულო ურთიერთობას მოგიტანთ. შეიძლება ახალი რომანი დაიწყოთ ან ნაცნობთან გააბათ რომანტიკული ურთიერთობა. სასურველია, არ გაუმიჯნურდეთ დაქორწინებულ პიროვნებას. უკვე შეყვარებულებს გელოდებათ ერთად გართობა და შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ. უფროსი შვილები ახალი ამბით გაგახარებენ. ყოველდღიურად პატარ-პატარა სიამოვნებებით გაანებივრეთ საკუთარი თავი. ოღონდ, არა მავნე ქმედებით და პროდუქტებით. შეიყვარეთ თქვენი შვილებიც და თქვენი თავიც, გულის სიღრმეში თქვენც ხომ დიდი ბავშვი ხართ? 24 ივნისიდან დაიწყეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. თუ მსახიობი ხართ, ახალ როლს შემოგთავაზებენ, შოუში მონაწილეობას ან დაფასდება ის საქმე, რომელსაც სიყვარულით აკეთებთ.
თევზები
მეტად მოგინდებათ შინ ყოფნა, სახლში კომფორტის შექმნა, უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება. თუ არ გაქვთ სახლი შეიძენთ, თუ გაყიდვა გსურდათ, გაყიდით. თუმცა, გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საბუთი 24 ივნისის შემდეგ გააფორმოთ. ზოგი გადაწყვეტს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით ბიზნესი დაიწყოს. შეიძლება გაარემონტოთ ბინა, აგარაკი. თუ ელოდებოდით მოქალაქეობის მიღებას, მიიღებთ. ზოგი გაიგებს ნათესავებთან დაკავშირებულ საიდუმლოს. შეიძლება არქივში მოიძიოთ წინაპრებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ზოგი გადაწყვეტს სახლიდან იმუშაოს, საოჯახო ბიზნესი დაიწყოს. ზოგსაც ახალი წევრი შემოგემატოთ ოჯახში (რძალი, სიძე).
intermedia.ge