თეგებით ძიება

"გლეხოვიჩის" შვილი ბრალს არ ეთანხმება - ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 13 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 13 პირის სასამართლო სხდომა დღის განმავლობაში გაიმართება. ბრალდებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

ბრალდებულების ადვოკატების თქმით საქმის მასალები მათთვის ჯერ არ გადაუციათ, შესაბამისად, დაცვის სტრატეგიის აგება გაუჭირდებათ.

"კანონიერი ქურდის" შვილის, მევლუდ მახარობლიძის შვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, ბრალს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მოსამართლისგან მის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს. უკიდურეს შემთვევაში, არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეს გირაოს შუამდგომლობით მიმართოს.

ცნობისთვის, საქმე ბიზნესპარტნიორებს შორის დაპირისპირებას ეხებაგამოძიების ცნობით, მათ 80 ათასი ლარს და ტრაქტორს ეხება, რომელიც ვერ გაინაწილეს და საქმეში ე.წ კანონიერი ქურდები ჩართეს. ქურდული სამყაროს მიმართვისთვის, სპეცოპერაცია გუშინ სამ ქალაქში, თბილისში, თელავსა და ქუთაისში ჩატარდა. დაკავებულია 12 პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა