თეგებით ძიება

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავტოკატასტროფას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი რამიშვილის განაცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, კლინიკაში 5 ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

„დაახლოებით 2 საათის წინ, ერთდროულად 5 ადამიანი იყო შემოყვანილი პოლიტრავმით, აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაცვალა. 4 ადამიანზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა“,-აღნიშნავს რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კრწანისის ქუჩაზე, ავარია რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა