თეგებით ძიება

სკოლის მასწავლებელმა, 11 წლის 2 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა - შემზარავი ფაქტი თბილისში

თბილისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, 11 წლის ორი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. ინფორმაციას "ფორმულა" დაზარალებული არასრულწლოვნის დედაზე დაყრდნობით ავრეცლებს

მისი თქმით, კაცმა მცირეწლოვანი ბიჭები სკოლის საპირფარეშოში სექსუალურად შეავიწროვა.

"ხელსაბანთან დახვდათ მათთვის უცნობი ადამიანი, რომელიც იბანდა ხელს და წესით უნდა გასულიყო. ბავშვები შევიდნენ და დადგნენ პისუარებს შორის, გამოტოვებით, დაიწყეს მოშარდვა. ეს კაცი შეყვა, ჩაუდგა შუაში, ჯერ გადახედა, გადმოხედა ამ ბავშვებს...ჩაიხადეთო, რაზეც ბავშვებმა უთხრეს უარი და გამოიქცნენ", - ამბობს მოზარდის დედა.

"შაბათის ფორმულასთან" სავარაუდო მოძალადე ბრალდებებს უარყოფს.

არასრულწლოვნის დედამ საჯაროდ საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასამართლოში სამართალი ვერ იპოვა. მისი შვილი და მეორე არასრულწლოვანი პროკურატურამ დაზარალებულებად, მხოლოდ საჩივრის შეტანიდან, წელიწადნახევრის შემდეგ სცნო.

ორი მეგობრის მიერ მიცემული იდენტური ჩვენების, ფსიქოლოგიური დასკვნის და დაზარალებულის სტატუსის მიუხედავად, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ბავშვები ცრუობდნენ, ამიტომ ბრალდებული დამნაშავედ არ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. სავარაუდო მოძალადე სკოლაში აღარ ასწავლის, თუმცა ბავშვებთან კონტაქტი დღემდე აქვს და ბოლო ორი წელია კერძოდ ასწავლის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა