თეგებით ძიება

მარგველაშვილის ყოფილი სიძე, მინდია გოგოჭური 22-ე დღეა შიმშილობს

მე-4 პრეზიდენტის ყოფილი სიძე 22-ე დღეა ციხეში შიმშილობს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მინდია გოგოჭური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ის ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს.

პროტესტის მიზეზი კი ის საქმე გახდა, რომლის მიხედვით მინდია გოგოჭურს იარაღის და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის 4 წელი მიუსაჯეს. მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ნივთმტკიცებები ჩაუდეს.

ამ ვერსიას კი საქმეში არსებული საეჭვო დეტალები ამყარებს. ამოღებული იარაღის ნაწილები გამოძიებამ გზადაგზა დაკარგა, პირდაპირ დალუქული ტომრებიდან. იმის მიუხედავად, რომ ბრალდებულის ჩხრეკა ჩატარდა ბათუმის ბულვარში, და უსაფრთხოების კამერების წინ, ჩანაწერებიც წაშალეს და ტურისტულ სეზონში ვერც ნეიტრალური მოწმე ვერ იპოვეს. შეკითხვები უამრავია, პასუხები კი 10 თვის თავზეც არ ჩანს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა