თეგებით ძიება
17. 06. 2021 სპორტი

კრისტიან ერიქსენს სპეციალურ გულის სტიმულატორს ჩაუნერგავენ

დანიის ნაკრების ფეხბურთელს კრიატიან ერიქსენს, რომელსაც 12 ივნისს ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, სპეციალურ გულის სტიმულატორს ჩაუნერგავენ. ამის შესახებ news.sky.com იუწყება.

დანიის ეროვნული ნაკრების ექიმის ინფორმაციით, სტიმულატორის ჩაყენების გადაწყვეტილება ერიქსენის კვლევების შედეგად იყო მიღებული და მანაც ამაზე თანხმობა განაცხადა.

გულის სტიმულატორი, იგივე ICD, გულის რითმის კორექციისთვის გამოიყენება. როდესაც ის პოტენციურ საფრთხეს აფიქსირებს, გულს სხვადასხვა სიმძლავრის დენის იმპულსებს აწვდის. ანუ ფაქტობრივად ის კანქვეშა დეფიბრილატორის ფუნქციას ასრულებს.

პარალელურად მედიკოსები კვლავ განაგრძობენ ერიქსენის გულის შეტევის მიზეზების დადგენას, რასაც გულის გაჩერება მოჰყვა.

კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა დანია-ფინეთის მატჩზე მოუვიდა. მას გულის მასაჟი, ხელოვნური სუნთქვა და დეფიბრილატორი დასჭირდა. როგორც დანიის ნაკრების ექიმმა განაცხადა, „ერიქსენი ამ ქვეყნად აღარ იყო. ოპერატიული ჩარევის წყალობით ფეხბურთელის გადარჩენა მოხერხდა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერიქსენმა მეორე დღეს ყველა ადამიანს, რომელმაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა, მადლობა გადაუხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა