თეგებით ძიება
27. 04. 2024 სპორტი

ილია სულამანიძე ევროპოს ვიცე-ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან დათმო. ტურნირის ფინალურ ბლოკში ცოტა ხნით ადრე ლაშა ბექაური (90 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა – მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი ფატიევი იპონით დაამაცხა.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს ვიხილავთ – გურამ თუშიშვილი (+100 კგ) შეჯიბრის ფინალში იჭიდავებს, სადაც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ინალ ტასოევს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ასპარეზობები კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა