თეგებით ძიება
18. 06. 2021 მსოფლიო

ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ირანში 18 ივნისს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობს. ამის შესახებ BBC იუწყება.

არჩევნების ფავორიტად იბრაჰიმ რაისი ითვლება. 60 წლის პოლიტიკოსი 2019 წლიდან ირანის სასამართლო ხელისუფლებას ხელმძღვანელობს, მანამდე კი ის გენერალური პროკურორი იყო. 2017 წელს რაისი არჩევნებში უკვე მონაწილეობდა, მაგრამ ჰასან რუჰანისთან დამარცხდა.

რაისი მოსახლეობა სიღარიბის დაძლევას, 4 წელიწადში 4 მლნ ახალი სახლის მშენებლობას და „ძლიერი ირანის სახალხო მთავრობის“ შექმნას ჰპირდება.

კვლევების მიხედვით, მეორე ადგილზეა მოჰსენ რეზაი, რომელიც 1980-1990-იან წლებში ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსს ედგა სათავეში. რეზაი რაისს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, ისევე როგორც კიდევ ორი საპრეზიდენტო კანდიდატი - ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი აბდოლნასერ ჰემათი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამირ ჰოსეინ კაზიაზადე ჰაშემი.

ირანის პრეზიდენტი 4 წლით ირჩევა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იბრაჰიმ რაისის გამარჯვების შემთხვევაში ეს ირანში რეფორმატორი პოლიტიკოსების ეპოქის დასასრული იქნება. მას შემდეგ, რაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფორმატორულად განწყობილი ყველა პოლიტიკოსი არჩევნებიდან მოხსნა, გასაგები გახდა თუ როგორ დასრულდება არჩევნები. ამის გამო არჩევნებზე მოსახლეობის საკმაოდ დაბალი აქტივობაა მოსალოდნელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა