თეგებით ძიება

ბათუმის გეზში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“, კანონდარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, სხვადასხვა კომპანიის მიერ, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებს, რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრათ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად, საქონელზე წარმოშობის სერტიფიკატების არასწორად გამოყენებით, შემცირდა გადასახადი, საერთო ჯამში - 25 703.94 ლარის ოდენობით. საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ერთ-ერთ კომპანიას სანქციის სახით, ჯარიმა - 13 498.02 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო მეორე კომპანია 12 205.92 ლარით დაჯარიმდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა