თეგებით ძიება

მკვლელობა სამტრედიაში - სისხლიან გარჩევას 32 წლის კაცი ემსხვერპლა

სამტრედიაში გუშინ მომხდარ სისხლიან გარჩევას ახალგახრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გრიგოლ ხონელიძე კლინიკაში გარდაიცვალა. მას ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოხერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ათამდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

აღსანიშნავია, რომ დრომდე კლინიკაში რჩება მეორე დაჭრილი, გია ხუჭუა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე 18 ივნისს მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა