თეგებით ძიება

ქალი, რომელიც 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, სასაფლაოებს ქურდავდა, პოლიციამ დააკავა

32 წლის ფოთელი ქალი, რომელიც შვილებთან ერთად სასაფლაოებს ქურდავდა, პოლიციამ გურიაში დააკავა.

"მთავარი არხი" ცნობით, ახალგაზრდა ქალი ე.წ. კომენდანტის საათის დროს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სასაფლაოებს ქურდავდა, თუმცა გამოკითხვის შემდეგ ის გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

ადგილობრივები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და დანაშაულის ჩადენა მძიმე სოციალური პირობების გამო უწევთ.

"იმაზე მეტად მტკივნეული, რომ ჩემი მშობლების სასაფლაო გაძარცვა იმ ქალბატონმა ის არის, რომ იმ ბავშვებს რა ეშველებათ?" - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, ამირან გიგინეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა