თეგებით ძიება

სადავო მემკვიდრეობა - წნორში ნათესავმა ნათესავს სახლი დაუწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მცხოვრები გულნაზი სომხიშვილი, ნათესავის, 51 წლის ზურა დავითაშვილის დაკავებას ითხოვს.

დაზარალებული გულნაზი სომხიშვილის მტკიცებით, პაპის მიერ დატოვებულ სახლს საკუთარი ბიძა წლებია ედავება. ქალის თქმით, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ ზურაბ დავითაშვილი რომელმაც, ორი დღის წინ ჯერ ოჯახის კუთვნილი ავტომობილი დააზიანა, შემდეგ კი სახლი დაუწვა. კაცი პოლიციელებმა გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

"პოლიციასაც აქვს ჩანაწერი, სადაც ლაპარაკობს ბიძაჩემი, რომ მაგან დამიწვა სახლი, მაგრამ არ აკავებენ, ვითხოვ ამინაზღაურდეს ეს ზარალი",- ამბობს გულნაზი სომხიშვილი.

ზურაბ დავითაშვილის მეუღლე ამბობს, რომ პოლიცია მათთან არ მისულა და არც დაუკითხავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყებაში ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა