ხმაური ბათუმში - წულუკიძეების მხარდამჭერებს პოლიციამ კარვები არ გააშლევინა, არიან დაკავებულებიც
აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ძმები წულუკიძეების მხარდამჭერებ აქციას მართავდნენ, ხმაური იყო. ადგილი ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირებას, რა დროსაც 10-მდე აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველებთან დაპირისპირება კარვების გაშლის მცდელობას მოჰყვა, რის საშუალებაც აქციის მონაწილეებს პოლიციამ არ მისცა.
ძმები წულუკიძეები შსს-მ 15 აპრილს, გუმათში, "ნამოხვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავა. სულ 6 პირია დაკავებული და პოლიცია მათ ჯგუფურ ძალადობას ედავება.