თეგებით ძიება

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა, რის შემდეგაც, მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.

ბრალდების ვერსიით, არაერთი მოწმის ჩვენებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ გიორგი მენაბდე დავით სარალიძის ჯგუფურ, განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი მენაბდეს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა