თეგებით ძიება

სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილებს დახმარება "გლოვოს" კურიერმა აღმოუჩინა

გასულ ღამეს 20 წლის მამაკაცმა თბილისში ორი პირი დაჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილებს პირველადი დახმარება "გლოვოს" კურიერმა აღმოუჩინა.

შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული თ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 ივნისს, თბილისში, კოტე მესხის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნაცნობები - 2001 წელს დაბადებული მ.მ. და 2001 წელს დაბადებული გ.ო. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ. ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა