ბადრი ესებუა საქართველოშია - ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, განცხადებით, ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ბადრი ესებუა საქართველოშია და მას ქვეყნის საზღვარი არ დაუტოვებია.
"ხუმრობა იქეთ იყოს და ვმუშაობთ ამ საკითხზე. შსს- ს ღირსების თემაა ეს საკითხი. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლიათ, გითხრათ, რომ არ დაუტოვებია ქვეყანა და ის სავარაუდოდ საქართველოში იმყოფება"- თქვა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სამართალდამცავი უწყებები უკვე 6 თვეზე მეტია ეძებენ, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოახერხეს.