თეგებით ძიება

ტრაგედია რაჭაში - "ქართული ხმების" სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე დაიღუპა

ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად რაჭაში დაიღუპა, სადაც რამდენიმე კვირის წინ დედა დაკრძალა. ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.

ონის მერიის ცნობით, შქმერში გზა ჩავარდა, რის შედეგადაც ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში ჩავარდა.

ხევიდან ის მრავლობითი მოტეხილობებით მაშველებმა ამოიყვანეს. გარდაცვალება კი სასწრფო სამედიცინო სამსახურმა დააფიქსირა.

მის ცხედარს ონის საავადმყოფოში გადაასვენებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა