თეგებით ძიება

როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან ტყვია? - ამაში რძის ნაწარმიც დაგეხმარებათ

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია. ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის შესანიშნავი მეთოდია ასევე ყოველდღიურად რძის მჟავე პროდუქტების მიღება. ეს შეიძლება იყოს არაჟანი ან კეფირი, მაწონი ან იოგურტი. ეს პროდუქტები დაეხმარება ორგანიზმს მძიმე ლითონებით მოწამვლის დროს.

ჭარბი რაოდენობის ტყვიის გამოდევნის უფრო გემრიელი საშუალებებია ნატურალური ჯემები, მარმელადი, განსაკუთრებით - ვაშლის არომატით. ისინი საკმარისი რაოდენობით პექტინს შეიცავს. ზოგიერთი ექიმი ამტკიცებს, რომ ჭარბი ტყვიის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება რძეში დამბალი შვრიის ფანტელია.

ძვლებში ტყვიის დაგროვება ქსოვილს სიმტკიცეს უკარგავს, რის გამოც 40 წლის შემდეგ ძვლები უფრო მყიფე
და ადვილად მტვრევადი ხდება.

როგორ გამოვდევნოთ ტყვია ძვლებიდან?

ტყვიით მოწამვლისას ორგანიზმიდან მისი გამოდევნის მედიკამენტური მეთოდები გამოიყენება. ამგვარი მკურნალობისათვის მოწოდებულია კომპლექსწარმომქნელი საშუალებები. ეს ნივთიერებები ძვლებში ტყვიის შემცველობაზე მოქმედებს, ისინი იერთებენ მას და ასეთი სახით შარდთან ერთად ტყვია გამოდის ორგანიზმიდან. მკურნალობის კურსი 5 დღეა. 1-2 კვირის შემდეგ ისევ ისინჯება სისხლში ტყვიის შემცველობა.

ტყვია ძვლებში 20 წელზე მეტხანსაც შეიძლება იყოს. მისი გამოყოფის პერიოდი დამოკიდებულია პროფილაქტიკურ საშუალებებს და ორგანიზმში ყოველდღიურად შესული ტყვიის დოზაზე.

სწორი კვებისა და ორგანიზმის მიერ კალციუმის საკმარისად ათვისების პირობებში ტყვია მცირე ულუფებად გროვდება და შეიძლება დიდხანს არც კი შეახსენოს ადამიანს თავი.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა