თეგებით ძიება
24. 06. 2021 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 861 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 861 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 30 469 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 944, „პისიარ“ ტესტით – 14 525.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,15 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,43 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,45 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 361 484 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 347 653 გამოჯანმრთელდა, 5 228 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 245 380 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 792.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 612 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 579 პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა