თეგებით ძიება

უზმოზე ყავისა და ლიმონის მიღება მადას აძლიერებს - ენდოკრინოლოგი

უზმოზე ყავისა და ლიმონის მიღება მადას აძლიერებს - ამის შესახებ მედიცინის დოქტორი, კლინიკა "დიაკორის" ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ კახნიაშვილი აცხადებს.

- ხშირად წაგვიკითავს, ან გვსმენია „ენდოკრინოლოგის დიეტა“, ან „ეს დიეტა ენდოკრინოლოგმა დამინიშნა“ და მსგავსი ფრაზები, რასაც ადამიანების მხრიდან მეტი ნდობა აქვს ხოლმე, რეალურად რამდენად შესაძლებელია ერთი ადამიანისათვის გაწერილმა დიეტამ სხვაზეც იგივე შედეგი იქონიოს?



- თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. კონკრეტულ პიროვნებას შესაძლოა ჰქონდეს წონის მატების კონკრეტული და სხვისგან განსხვავებული მიზეზი.

ამასთან, ცალკეული ინდივიდის ენერგეტიკული ბალანსი განსხვავებულია.

(ენერგეტიკული ბალანსი გულისმობს საკვებიდან მიღებულ ენერგიას და ამ ენერგიის დანახარჯს შორის ბალანსს. საკვებიდან მიღებული ენერგია იზომება
კილოკალორიებში).

შესასბამისად, ერთი ადამიანისათვის განკუთვნილი დიეტური რეკომენდაციები მეორე ადამიანისთვის შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს.

- რომელი საკვები პროდუქტია საუკეთესო არჩევანი საუზმისთვის და რომელ საკვებს უნდა მივანიჭოთ საღამო საათებში უპირატესობა?

- უმჯობესია, დილის კვება, ისევე როგორც შუადღის და საღამოს კვება, იყოს დაბალანსებული - შეიცავდეს აუცილებელ მაკრონუტრიენტებს (ცილა,
შეკითხვა ექიმს ცხიმი, ნახშირწყალი).

მნიშვნელობა აქვს მათ რაოდენობრივ განაწილებასა და მაკრონუტრიენტების ხარისხსობრივ არჩევასაც.

ნახშირწლებიდან საუკეთესოა არარაფინირებული მარცვლეული:


წიწიბურა;
ბრინჯი;
შვრია;
ხორბალი.

ცხიმიდან საუკეთესოა მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები.

საღამოს პერიოდში თუ ფიზიკურად არ დაიტვირთებით, დიდი რაოდენობით ნახშირწყლისა და ცხიმის მიღებისას, კალორიების გახარჯვა ვერ მოესწრება დაძინებამდე, შესაბამისად დაგროვდება ცხიმოვან ქსოვილში და ხელს შეუწყობს წონის მომატებას.

სწორედ ამიტომ, საღამოს ნაკლები რაოდენობის ნახშირწყლების მიღებას გირჩევთ.

ამასთანავე, შეეცადეთ დილის კვების რაციონი ნეიტრალური მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის მქონე პროდუქტებს მოიცავდეს (არ იყოს ზედმეტად მჟავე, ტკბილი, მწარე).

- როგორ გავიუმჯობესოთ მეტაბოლიზმი?

- არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც გარკვეულწილად აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას.

პირველ ყოვლისა, მეტაბოლიზმის დაჩქარების საუკეთესო საშუალებაა ფიზიკური აქტიობა და წყლის ბალანსის დაცვა (მიღებული წყალი=გამოყოფილი წყალი).

საკვები ნივთიერებებიდან საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალება არა თერმულად დამუშავებული, არამედ თერმულად დაუმუშავაბელი ბოსტნეულია. ის საუკეთესო დეტოქსია.

ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელ პროდუქტად შეგვიძლია ცილაც მივიჩნიოთ, ვინაიდან ცილოვანი პროდუქტების მეტაბოლიზმის პროცესი საკმაოდ რთულია და ამ დროს დიდი ენერგია იხარჯება.

ასევე, ცნობილია, რომ ყავა, ჩაი, ციტრუსი - აჩქარებენ მეტაბოლიზმს.

- ახლა მოდურია (ე.წ ტიკ-ტოკის ტრენდია) წონის კლების მიზნით, ლიმონისა და ხსნადი ყავის დილით დალევა, რომლის დახმარებითაც იკლებ უმოკლეს დროში ზედმეტ კილოგრამებს. თქვენი მოსაზრება რომ გაგვიზიაროთ, რამდენად სასარგებლო, ან საზიანო შეიძლება იყოს სასმელი ჩვენი ორგანიზმისთვის?

- ლომონსაც და ყავასაც გააჩნია არაერთი სასარგებლო თვისება. ლიმონი - c ვიტამინის წყარო და მძლავრი ანტიოქსიდანტია.

კვლევებით დადასტურდა, რომ მასში შემავალი პოლიფენოლური ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს წონის კლებას.

მისი მიღება უზმოზე არ არის რეკომენდებული, რადგან იწვევს კუჭის ლორწოვანის დაზიანებას, ეს კი შიმშილის გრძნობას მატებს.

ყავა ასევე მძლავრი ანტიოქსიდანტია. თუმცა, უზმოზე ყავა ასევე აზიანებს კუჭის ლორწოვანს, რაც მატებს მადას.

მიუხედავად იმისა, რომ ლიმონიც და ყავაც სასრგებლოა და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, მნიშვნელოვანია არ გადავაჭარბოთ დასაშვებ რაოდენობას.

არ არის დამტკიცებული სამეცნიერო კვლევებით მათი ერთობლივი ეფექტი წონის კლებასთან მიმართებაში, ასევე ამ ეფექტის მექანიზმი.

შესაბამისად, მტკიცებულებების არარსებობის გამო დაზუსტებით მსჯელობა ვერ მოხერხდება.

- ზაფხულია და რას ურჩევდით მკითხველს, განსაკუთრებით მათ, ვისაც წონაში კლება სურს, როგორი უნდა იყოს მათი კვების რაციონი?


- მიიღეთ ადეკვატური რაოდენობის წყალი. იკვებეთ ჯანსაღად და ბალანსირებულად: საკვები რაციონი გაამდიდრეთ ცილით, ბოსტნეულით, ხილით.

ნახშირწლებიდან არჩევანი გააკეთეთ არარაფინირებულ მარცვლეულზე: წიწიბურა, ბრინჯი, შვრია,ხორბალი.

არ მიიღოთ მაღალი გლიკემიური ინდექსის საკვები (ტკბილეული). ცხიმიდან არჩევანი გააკეთეთ მონოუჯერ და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებზე (მცენარეული ზეთი: ზეითუნის, სიმინდის, ყურძნის წიპწების ზეთი).

მოერიდეთ ნაჯერ ცხიმს (ცხოველური ცხიმი: კარაქი, ქონი, მაღალცხიმიანი რძის პროდუქტი). მოერიდეთ ტრანსცხიმს: სინთეზური კარაქი, მაიონეზი, ზეთზე მაღალ ტემპერატურაზე რამდენჯერმე შეწვარი პროდუქტი).

რა რაოდენობის საკვები გესაჭიროებათ, პროფესიონალი გირჩევთ, რადგან ცალკეული ადამიანის ენერგეტიკული ბალანსი განსხვავებულია. ამასთან, საკვების შეზღუდვა იმაზე მეტად, ვიდრე ეს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას ესაჭიროება, არაერთი დაავადების მაპროვოცირებელია.

- რამდენად მნიშვნელოვანია და რა როლი აკისრია ენდოკრინოლოგს წონის კლების პროცესში?


- წონის მატების მიზეზი თითოეული ადამიანისათვის შესაძლოა იყოს განსხვავებული. უდავოა, რომ საკვებით მიღებულ და გამოყოფილ ენერგიას შორის იქმნება დადებითი ბალასი, ანუ მიღებული ენერგია აჭარბებს დახარჯულს.

ამის ერთ-ერთი ხელშემწობი მიზეზი ფიზიკური აქტიობის შემცირებაა. ენერგიის დადებითი ბალანსის შემთხვევაში ძლიერდება ცხიმწარმოქმნა და მისი დეპონირება კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში.

ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს არაერთი ჰორმონი, რომელთა შორის ბალანსი ირღვევა. ეს კი ენდოკრინული პათოლოგიაა.

გარდა ამისა, თავად ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება არის სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი. შესაბამისად, ენდოკრინოლოგს გასაკუთრებული როლი აკისრია სიმსუქნის მართვაში.

მიმართეთ პროფესინალს, რომელიც შეისწავლის თქვენი ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნას და შეგირჩევთ იმ რაოდენობის საკვებს, რაც აუცილებელია წონის ჯანსაღი კლებისათვის.

ზოგადი რეკომენდაციები კი ასეთია:

იყავით ფიზიკურად აქტიური\'

მიიღეთ ადეკვატური რაოდენობის სითხე;

იკვებეთ ბალანსირებულად, მაღალი ნუტრიციული ხარისხის
პროდუქტით.
mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა