თეგებით ძიება

საბაჟო დეპარტამენტმა საქართველოში შემოტანილ პომიდორსა და გაყინულ ხორცში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი", თურქეთიდან საქართველოში შემოიტანეს სხვადასხვა სახეობის ხილბოსტნეული. ფიტოსანიტარმა, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმებისას, 1952 კილოგრამ პომიდორში საკარანტინო მავნე ორგანიზმი აღმოაჩინა. საქართველოს მთავრობის N463-ე დადგენილების თანახმად, საქონელი განადგურდა.

იმპორტის პირობებთან შეუსაბამობის მეორე ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში - „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ გამოვლინდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 82 500 კილოგრამ ქათმის გაყინულ ხორცში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო ტვირთი გადამუშავდება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით.​


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა