თეგებით ძიება

სასტიკად გამისწორდნენ - მოქალაქე პოლიციას ცემასა და ძალადობაში ადანაშაულებს

მოქალაქე რობერტ ასატუროვი პოლიციას ცემასა და ძალადობაში ადანაშაულებს. სანამ ვერის განყოფილებაში გადაიყვანდნენ, ასატუროვი ტვ პირველს დაუკავშირდა და ძალადობის შესახებ დეტალურად მოუყვა.

მისი თქმით, სამართალდამცავები მას არჩადენილ დანაშაულს, ლეპტოპის მოპარვას, ედავებიან.

ასატუროვი ამბობს, რომ ბრალი არ აღიარა, პოლიციელებმა კი პატრულის მანქანაში სცემეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

მოქალაქე ირწმუნება, რომ მას 5 პოლიციელი ურტყამდა.

"პოლიციელმა დამირეკა, გასაუბრება მინდაო. ჩავედი, ჩამსვეს მანქანაში. ლეპტოპი დაიკარგა უბანში და ვიცით, რომ შენი წაღებულიაო. ვუთხარი, რომ მე ჩემი, ერთი ლეპტოპი, მქონდა ხელოსანთან. იქაც მივიყვანე ვაჩვენე, მერე ეს ლეპტოპი არ არის, სხვა არისო"- უთხრა "პირველებს" ასატუროვმა.

მისი თქმით, პოლიციას აქვს ჩანაწერი, სადაც ის ჩანს ლეპტოპით ხელში, თუმცა მოქალაქე ირწმუნება, რომ ხელში არა ნაქურდალი, არამედ საკუთარი ბავშვის ლეპტოპი უჭირავს.

"სკოლის ლეპტოპი ეკუთვნის შვილს, ვუთხარი, ამას ჩემი ოჯახის დაგიდასტურებ-თქო. რა მშობლებიო და მცემეს. ჯერ მანქანაში, მერე განყოფილებაში"- აცხადებს ასატუროვი.

ქურდობა თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, მოხდა.



წტარი:tvpirveli.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა