თეგებით ძიება

"ის სახლი დასაწვავი იყო!.. ყველას ბოდიშს ვუხდი!" – 8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლი

სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით, პოლიციამ მამა-შვილი დააკავა. სოფელმა მოძალადე მამა-შვილის ოჯახი გუშინ გადაწვა. გაქცეულია 4 შვილთან ერთად 36 წლის მოძალადე კაცის ცოლი, რომელიც მედიასთან საუბარში ყვალას ბოდიშს უხდის.

„ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი 13 წლის განმავლობაში და მე ეს ფაქტი 23-ში გავიგე. ის სახლი დასაწვავი იყო და უნდა დამწვარიყო“, – ამბობს დაკავებული 36 წლის მამაკაცის ცოლი.

„ის ცოლი სახლიდან არ გამოდიოდა, მეზობლებთან არ კონტაქტობდა, ან მის დედასთან იყო სენაკის ერთ-ერთ სოფელში. ისიც იყო მამამთილის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ორივე მამა-შვილი ნასამართლევია. მამა ძალადობაზე, შვილი კი ქურდობაზე. რა უნდა ვთქვათ, ვინ მანიაკები ყოფილან ესენი, ვაი იმ ბავშვის და მისი უფროსი დის ცოდვას სად წაიღებენ, მხეცები, მაგათ რად უნდათ გასამართლება, იქ უნდა ჩაეწვა სოფელს“, – აცხადებენ თანასოფლელები.

გაუპატიურების ფაქტზე დაკავებული მამა-შვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 65 წლის მამის და 35 წლის შვილის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს.

primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა