თეგებით ძიება

"ეს ხდებოდა ყველგან - ყანაში, ოთახში, ტუალეტში, სადაც კი წაასწრებდა" - რას ყვებიან დაზარალებული 8 წლის გოგოს ახლობლები

შემზარავი შემთხვევა მოხდა სამეგრელოში. სამართალდამცველებმა მამა-შვილი 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

როგორც „პრაიმტაიმთან“ გოგონას ოჯახის ახლობელი აცხადებან, ბრალდებულები დაზარალებული ოჯახის ნათესავები არიან.

„გაუგონარი ფაქტი ხდებოდა ჩვენთან სოფელში და ჩვენ თურმე ახლა ვიგებთ, სოფლის იმ უბანში, სადაც ეს შემზარავი ფაქტი წლების განმავლობაში ხდებოდა, ყველა ერთმანეთის ნათესავია. დაზარალებული გოგონას ოჯახი კი იმ მოძალადე მამა-შვილის გვერდით ცხოვრობს. ორივე ოჯახში კი 4 შვილი იზრდება და ბუნებრივია ბავშვები ერთმანეთთან გადადიოდნენ სათამაშოდ.

ეს დაზარალებული გოგონა კი, როგორც აღმოჩნდა წლები მამა-შვილის მსხვერპლი იყო. როგორც მამიდა ინგა ხ. მოგვიყვა, ბოლოს ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ გასკდა, როდესაც ბავშვი მოძალადე მეზობლებთან ვალერიანის წვეთებზე გაუშვა. მამიდის თქმით, გოგონამ მას საშინელი ამბავი მოუყვა, თუ როგორ შეათრია მოძალადე კაცის 36 წლის შვილმა ოთახში და გააუპატიურა.

მამიდამ და დედამ კი 8 წლის გოგონა ოჯახის წევრებისგან მალულად ქუთაისში ექსპერტიზაზე წაიყვანეს. პოლიციაც ჩაერთო ამ ამბავში და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მოხდა მამა-შვილის აყვანა სამართალდამცველების მიერ. ბავშვის მონაყოლი ვიცით ჩვენც, რომ გოგონას მოძალადე კაცის შვილი, რომელსაც თავადაც 4 შვილი ჰყავს, ბავშვზე სისტემატიურად ძალადობდა. ეს ხდებოდა ყანაში, ოთახში, ტუალეტში, სადაც კი წაასწრებდა.

მერე დაელოდა და ბავშვს რომ არ ეთქვა, სულ აშინებდნენ მშობლების მოკვლით, ემუქრებოდნენ…. და ასეთი განადგურებული ბავშვი სკოლის აქტიური მოსწავლე იყო. როგორ ახერხებდა და როგორ იტევდა ამ ყველაფერს ჭკუაზე არ ვართ, მთელი სოფელი ფეხზე ვდგავართ“, – ამბობს დაზარალებული გოგონას ოჯახის ახლობელი.

სოფელმა მოძალადე მამა-შვილის სახლი გუშინ გადაწვა.

გაუპატიურების ფაქტზე დაკავებული მამა-შვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 65 წლის მამის და 35 წლის შვილის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა