თეგებით ძიება

8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ და სასამართლოზე დღეს არაფერი უთქვამთ.

შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი 23 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

ბრალდების მხარე, ზ.გ.-ს ორ ბავშვზე ძალადობას ედავება. ისტორიის გახმაურების შემდეგ, მეზობლებმა მამა-შვილის სახლი გადაწვეს. წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შუფარდა.

ფაქტის გახმაურების შემდეგ, ტანასოფლელებმა ბრალდებული მამა-შვილის სახლი გადაწვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა