თეგებით ძიება

ე.წ. კანონიერ ქურდ ვატო ყიფიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კრიმინალურ ავტორიტეტ", ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ყიფიანს განზრახ მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეკვეთის ბრალი ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ წაუყენეს.

ვატო ყიფიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, 25 ივნისს დააკავეს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 16 აგვისტოს ჩაინიშნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას (დაუმთავრებელ დანაშაულს) გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა