თეგებით ძიება

"როცა ტკივილებმა შეაწუხა, ვეღარ გაუძლო ალბათ და მომიყვა... დამაფიცა, არავის უთხრაო" - გაუპატიურებული 8 წლის გოგოს დედა

"დამაფიცა, არავის უთხრაო" - მარტვილში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი 8 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დედა "ტვ პირველთან" ყვება, როგორ გაუმხილა შვილმა მეზობელი მამა-შვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ.

"როცა ტკივილებმა შეაწუხა ბოლოს, ვეღარ გაუძლო ალბათ და მომიყვა, ისიც ძლივს, დამაფიცა, არავის უთხრაო. თუ არავის არ ეტყვი მაშინ მოგიყვებიო. მომიყვა, რომ ესეთ რაღაცებს უკეთებდნენ, არა მარტო მამა, არამედ შვილი.

მეორე ბავშვთან იყო ერთჯერადი მცდელობა, აღარ განმეორებულა," - ამბობს ბავშვის დედა.

შეგახსენებთ, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ მამა-შვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

შეგახსენებთ, მარტვილში, 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 36 წლის მამაკაცები დააკავეს. სოფლის მოსახლეობამ, ბრალდებულების სახლი გადაწვა.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა