თეგებით ძიება

"ვთქვი, თუ ეს შენ დაგატყდა, ადექი თავი მოიკალი-მეთქი...ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი" - გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლი

მარტვილში, 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის მეუღლე "ტვ პირველთან" პირველ კომენტარს აკეთებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ქალი ამბობს, რომ დანაშაულის შესახებ მან არაფერი იცოდა და ახლობლისგან შეიტყო, მალევე კი მათ სახლთან პოლიცია მივიდა და მის მეუღლეს და მამამთილს ხელბორკილი დაადო.

"განადგურებული ვარ, დამტოვა 4 შვილით, ისეთი ოჯახები დამაკარგვინა დიდი პატივს ვცემდი და დღესაც ასეა. ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი 13 წლის განმავლობაში და მე ეს ფაქტი ახლა გავიგე.

ახლობელმა დამირეკა და ამას და ამას აბრალებენო, მე არ დავიჯერე, მაგრამ ვთქვი სახლშიც, თუ ეს შენ დაგატყდა ადექი თავი მოიკალი-თქო. უარყვეს, გავიდა 20 წუთი და მოვიდა პოლიცია და დააკავეს", - ამბობს ბრალდებულის ცოლი.

შეგახსენებთ, მარტვილში, 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 36 წლის მამაკაცები დააკავეს. სოფლის მოსახლეობამ, ბრალდებულების სახლი გადაწვა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

შეგახსენებთ, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ მამა-შვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა