თეგებით ძიება

"მოძალადეები ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ, ვიღაცას კიდევ დაღუპავენ" - 8 წლის ბავშვის მშობლები პედოფილების უმკაცრეს დასჯას მოითხოვენ

ვიღაცას კიდევ დაღუპავენ, ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ, - ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების მშობლები მოძალადეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.

8 და 12 წლის გოგონების დედ-მამა კომენტარს "მთავართან" აკეთებენ. ისინი თვლიან რომ კანონით გათვალისწინებული სასჯელი მსგავსი დანაშაულისთვის შეუსაბამოა. ოჯახი უვადო პატიმრობას იხოვს.

მშობლები ასევე ითხოვენ შეწყდეს გამოძიება სახლის გადაწვის საქმეზე.

სამეგრელოში მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. 8 წლის მოზარდმა დედას მოუყვა რომ მას მეზობელი 65 წლის მამაკაცი და მისი შვილი ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო 8 წლის გოგონას უფროსი დაც.

დაკავებულ მამა-შვილს ამბის გახმაურების შემდეგ მეზობლებმა სახლი გადაუწვეს, სასამართლომ კი წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა