თეგებით ძიება

ლევან მურუსიძე - განცდა მაქვს, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება

ასეთი განცდა მაქვს, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება, - ამის შესახებ უსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

"ასეთი განცდა მაქვს, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება. თუნდაც ტელევიზიების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებთ, რომელიც უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს სასამართლო სისტემას. არასოდეს გაგჩენიათ სურვილი კარგი თუ რამე ხდება სასამართლო სისტემაში ამაზე გაგეკეთებინათ", - აცხადებს ლევან მურუსიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა