თეგებით ძიება

"ცისარტყელა" ჰომოსექსუალობის ნიშანი არაა, "ცისარტყელა" მრავალფეროვანი დედამიწის ნიშანია მოგწონს თუ არა" - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი თბილისში გასამართ "პრაიდ პარადს" სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"საქართველოში მოსაბეზრებელია და მარაზმულია დისკუსიები ,,ცისარტყელაზე,, და პრაიდ პარადზე ყველა მხრიდან.
ეს მხარეებია
ვითომდა ადათის და რაღაცის დამცველები
ვითომდა ,,სექსუალური უმცირესობის,, დამცველები
ვითომდა სახელმწიფო და ხელისუფლება
ვითომდა უფლის რწმენის ინსტიტუცია, ეკლესია
ქართულ და ასევე რუსულშიც იგივეა მას/მედიურ და სოციალურ ქსელებშიც ამ თემის გაშუქებაც საშინელების გრძნობებს იწვევს.
უპირველესი პერვერტული და გაუკუღმართებული, რაც ხდება, ესაა იმისი განმარტება, თუ რას ნიშნავს ,,ცისარტყელას,, ნიშანი.
,,ცისარტყელა,, ჰომოსექსუალობის ნიშანი არაა.
,,ცისარტყელა,, არის მრავალფეროვანი დედამიწის ნიშანი
გინდა თუ არა, მოგწონს თუ არა, ჰომო, ჰეტერო ბი მულტი მინი მაქსი თუ სულერთია რაც ხარ,
კათოლიკე, მართლმადიდებელი, სექტანტი თუ მუტანტი თუ რაც ხარ, სულერთია და ვინ და რა მოგწონს, ესეც სულერთია
შენს გვერდით არიან რეალური ადამიანები, რომლებიც არ არიან ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ შენ
აი ეს ფაქტი, ამ ფაქტის აღიარებაა ,,ცისარტყელა,,
ეს ეშლებათ ქართველ და რუს ჰომოსექსუალებს და ქვირებს და ტრანსებს და ჰეტეროებს და მედისაც და ბევრს.
ამიტომაც იღებს პერვერსიულ ხასიათს ის დემოები, რომელსაც მართავენ ხოლმე
ბერლინის ,,ლავპარადი,, არის დრეგ და დისკო პარადი, რომელსაც აქვს კომერციული, გასართობი ხასიათი. ამას კი ხშირად მიზანმიმართულად და სადისკრედიტაციოდ ურევენ ხოლმე ერთმანეთში.
როგორ ხდება ,,ცისარტყელას,, პარადის ჩატარება, ამას ნახავთ ავსტრიის, ვენის ,,ცისარტყელების,, გვერდზე.
თავიდან იმით დავიწყე, რომ არათუ ,,ადათდამცველთა,, თუ სხვების რეაქციაა კომიკურად პერვერტირებული, არამედ თვით იმ ადამიანებისაც საქართველოში, რომლებიც საკუთარ თავს ამ სხვადასხვა ჯგუფებს მიაკუთვნებენ.
,,ცისარტყელას,, მოძრაობას და კომიუნიტის უნდა მუსაობა ადამიანებთან და ადამიანებთან კონტაქტი.
სამაგალიტოდ იხილეთ ავსტრიის, ვენის ვებ გვერდი და უკვე ჩატარებული პრაიდ პარადი ამ წლის ივნისში.
წიანასწარ მიდის საუბრები არამარტო ხელისუფლებასთან ამგვარი ,,სვლების,, გამო, არამედ სხვადასხვა ჯგუფისა და სოციალურ პოლიტიკური მრწამსის ადამიანებთან.
,,ცისარტყელას,, მოძრაობის აქტივისტები ხვდებიან წინასწარ საეკლესიო პირებს, პოლიტიკოსებს, სოციალურ აქტივისტებს, ინფლუენცერებს, მედიის წარმომადგენლებს, ასაკოვნებსაც კი მოხუცთა სახლებში, რომლებიც ხშირად მათი საკუთარი ბებიაბაუაა,
მათი მიზანია, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოება, ანუ, ,,ცისარტყელა,, იყოს წარმოდგენილი იმ ღონისძიებაზე.
მათი მიზანია, რომ ხალხს დაანახონ, აი ესაა მრავალფეროვნება და ნუ შეგვაშინებს, თუკი ვიქნებით ერთიმეორეს გვერდით ისე, რომ ერთიმეორეს შეურაცხყოფა არ მოგვინდება,
აი მაშინ ვართ ,,ცისარტყელა,,
აი ესაა საერთოდ ამოგდებული და დავიწყებული ქართული და რუსული ,,ცისარტყელას,, მოძრაობის მიერ.
პრაიდ სვლა და დემონსტრაცია არაა ,,გეების აღუმი,, და არც დრეგ ქვინების მონოლოგიზირებული ექსცესურობა,
არამედ
იმ დრეგ ქვინის თუ ხელიხელჩაკიდებული კაცებისა თუ ქალების თუ ვისაც გინდა იმათ გვერდით მიდის თავისი ინვალიდის სავარძელით ინვალიდი, მიდის სპორტის ცნობილი სახე, პოლიტიკის და საზოგადოების სახეები,
და მიდის სახელისუფლო აპარატიდან მინიმუმ ადამიანის უფლებათა ოფიციალური დამცველი.
ამას კი უნდა წინასწარი მუშაობა და სერიოზულობა.
მართლა უნდა გინდოდეს, რომ საზოგადოების წევრი იყოს ყველა,
იქნება ეს წვერგაუპარსავი მღვდელიც და როკერიც და წვერგაუპარსავი დისკოდიჯეიც და წვერგაუპარსავი მოდერატორიც
ყველა
წვერიანიც და უწვეროც.
ამას კი უნდა მუშაობა.
ავსტრიელები,
მართლა კონსერვატივი ავსტრიელები ამას ახერხებენ და არამარტო ავსტრიელები,
რამეთუ
ეს რეალობაა, ჩვენ ყველა ერთად ვართ რეალობა და ამ რეალობას უნდა უბრალოდ დანახვა", - წერს ფრანგიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა