თეგებით ძიება

"ეს მე ვარ მე-9 კლასში. არც ისე შეძლებული ოჯახიდან, არც ისე ლამაზი..." - რა ფოტოს აქვეყნებს ხატია სიჭინავა

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში თინეიჯერებს მიმართავს და სკოლის პერიოდის ფოტოს აქვეყნებს:

"ეს მე ვარ მე-9 კლასში. არც ისე შეძლებული ოჯახიდან. არც ისე უდარდელი ბავშვობით. არც ისე ლამაზი. არც ისე განვითარებულ ეპოქაში, მეკითხა ინფორმაციები ფსიქოლოგიაზე ან სკოლის ფსიქოლოგი გვყოლოდა. არავითარი ბავშვთა უფლებებით. ჩემი უფლებები, ჩემს მშობლებს ქონდათ მიბარებული. მოკლედ როგორც მიხვდით, არავითარი დღევანდელი კომფორტის ზონა. და მაინც იქედანვე მხიარული. იქედანვე პოზიტიურად განწყობილი ცხოვრების მიმართ. იქედანვე რწმენით, რომ მე ჩემს ადგილს ვიპოვიდი ცხოვრებაში. იქედანვე ბრძოლისუნარიანი და ჟინიანი , ჩემი სამყარო, ჩემს გემოზე დამელაგებინა. აქედან 2 წელიწადში, როცა უკვე მშობლები ცალცალკე იცხოვრებენ და ამით მთლიანად ჩამოშლიან ჩემს ბავშვურ სამყაროს, გუდა ნაბადს ავიკრავ და მიუხედავად დაცინვისა, იქ დაიკარგები რა უნდა აკეთო, დედაქალაქში ჩამოვალ. ორივე ფეხზე დავდგები და გამოვძერწავ ხატიას, ისეთს, როგორსაც დღეს იცნობთ, ან გგონიათ რომ იცნობთ. დამოუკიდებელს, თავისუფალს, მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობილს. ჩავაბარებ ჟურნალისტიკაზე, რადგან წერა ძალიან მიყვარს და დავიწყებ მუშაობას გაზეთ "რეზონანსში". ერთი სტატია 5 ლარი. მერე იქნება გრძელი გზა. ბევრი წინააღმდეგობები და ბევრი განსაცდელი. ასევწ ბევრი ტკბილი მოგონება. და ასე ნაბიჯ ნაბიჯ მოვედი დღემდე. უკან მომყვებოდა ბევრის ღიმილი და ბევრი უმისამართოდ ნასროლი ქვა. საბედნიეროდ, გამჭირვალე გავხდი წლების განმავლობაში, ქვა არ მხვდება. სამაგიეროდ მაძლიერებს თითოეული თბილი სიტყვა ???? ამ ფოტოთი კი მინდა თინეიჯერებს ვუთხრა. თუ ძალიან მოინდომებთ, შეუძლებელი არაფერია და ყველა ოცნება ასრულებადია, დანარჩენი გრძელი ისტორიაა დაიღლებით", - წერს სიჭინავა ფეისბუქზე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა