თეგებით ძიება

" ეს ეროვნული და საეკლესიო კატასტროფაა" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში გელათში არსებულ მძიმე ვიტარებას ეხმამურება:

"საერთაშორისო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გელათში მძიმე დაზიანებებია არასწორი და უხარისხო რეაბილიტაციის (ახალი კრამიტის გადახურვის) წყალობით, რომ წყლის ჩადინება (ინფლიტრაცია) კვლავ ხდება, მუდმივ რეჟიმში გრძელდება გელათის მოხატულობის დაზიანება. ესაა ეროვნული და საეკლესიო კატასტროფა. რატომ დუმს საპატრიარქო, პატრიარქი, გენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, რატომ არ ისმის ეკლესიის მმართველთა წუხილი და საყვედური იმ დაუდებრობის, არაპროფესიონალიზმის და სავარაუდო კორუფციის გამო, რასაც შეეწირა გელათის მდგომარეობა?! რა ხდება, ლიბერალებს იქით პრობლემას და საკრიტიკოს ვერაფერ ხედავენ?! გელათის დაზიანება ხომ ეროვნული, სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ტრაგედიაა?!", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა