თეგებით ძიება

"ლევან რატიანმა სიტყვაც შეასრულა" - რა უთხრა მეგრულად მედიკოსმა საკრებულოს დეპუტატს, რომელსაც მატარებელი დაეჯახა

საკრებულოს დეპუტატი, სალომე ფაცაცია, რომელსაც ზუგდიდში მატარებელი დაეჯახა, ექიმ ლევან რატიანს სოციალურ ქსელში მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მედიკოსმა მისთვის მეგრულად ნათქვამი სიტყვა შეასრულა:

“მოლართ, კუჩხის ქიგორინუანქ" (წამოდი, ფეხზე დაგაყენებ) - ლევან რატიანმა მითხრა და სიტყვაც შეასრულა!!

საუკეთესო ადამიანი და მაღალი დონის პროფესიონალი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მადლიერი ვარ ჩემს მიმართ გაწეული სიკეთისათვის! წინსვლა და წარმატებები ბატონო ლევან! თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენი მონაგარით.ღმერთმა შემაძლებინოს რომ დაგიბრუნოთ თქვენს მიერვე გაცემული სიკეთე!!!!!", - წერს ფაცაცია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა