თეგებით ძიება

ვის არ შეუძლია ჟოლოს მირთმევა?

ჟოლო ძალიან სასარგებლო მცენარეა. ზრდასრულმა, ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში 400 გრამი ჟოლო უპრობლემოდ შეუძლია მიირთვას. მაგრამ ის უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გასტრიტი, წყლული გამწვავებისას, ასევე - თირკმელების დაავადებებისას, რადგანაც ჟოლოს აქვს შარდმდენი ეფექტი.

ჟოლო ასევე ძლიერი ალერგენია. ამიტომ სიფრთხილით უნდა მიირთვან მათ, ვისაც სხვა კენკრაზე, მაგალითად მარწყვზე აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია. ამას გარდა, ის ზრდის მადას.

დღიური რაციონის დასაქვეითებლად, დროებით უნდა გამოირიცხოს ჟოლო რაციონიდან, ან მიიღოთ იგი იოგურტთან, მაწონთან ან ხაჭოსთან ერთად.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა