თეგებით ძიება

"ფეხმძიმე ქალმა სტატუსი დადო, გოგოებო, მგონი დავიღუპეო..." - რას წერს ირინა სარიშვილი

რა და ვინ გვასწავლის ამ ცხოვრებაში რისი თქმა შეიძლება და რისი არ ღირს? ისევ ჩვენი საკუთარ გამოცდილება და ჩვენთვის საყვარელი ადამიანები ალბათ - ამის შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე ირინა სარიშვილი წერს.

"რომელიღაც მორიგ "დედათა კლუბში" ერთ ფეხმძიმე ქალბატონს ედო სტატუსი, გოგოებო მგონი დავიღუპე, ნაყოფს კისერზე ნაოჭი უჩანს და მგონი დაუნის სინდრომიაო. მეორე კომენტარში აწყნარებდა – არ ინერვიულო, უფალი არ გაგწირავს, ყველაფერი კარგად იქნებაო.
ვერც ერთი და ვერც მეორე უბრალოდ ვერ მიხვდა რომ ამის დაწერა არ შეიძლება არსად და განსაკუთრებით დედის ნიშნით გაერთიანებაში.

ასე ვერ მივხვდებოდი ადრე ალბათ მეც.

სანდროზე რომ ვწერდი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ გაიაროს, მაგრამ თუ ვერ გაივლის, არც ეგაა პრობლემათქო, ამას ასე იმიტომ ვწერდი რომ უკვე ვიცოდი რა უნდა დამეწერა. ვინც კარგი გულით მომწერა, ხელი არ ჩაიქნიო, უფალი არ გაგწირავს და სანდრო აუცილებლად გაივლისო, იმან ჯერ არ იცოდა რომ ამის დაწერა არ შეიძლება რადგან დედამიწაზე უამრავი ადამიანია, ვინც ვერ დადის, მათ შორის ბავშვიც. როცა გაიგებს საკუთარი ან სხვისი მაგალითით, ისიც აღარ დაწერს მსგავს რამეს.
რამდენი რამე არ ვიცით, რამდენ რამეს ვამბობთ ზედმეტს, უსარგებლოს ან გაუაზრებლად საზიანოს სხვისთვის და მხოლოდ გამოცდილების და საყვარელი ადამიანების წყალობით ვბრძენდებით და რაც წლები გვემატება, ნაკლებს ვლაპარაკობთ.

სიბრძნის ბოლო გაჩერება დედამიწაზე ალბათ დუმილია, მშვიდი დუმილი" - ამბობს ირინა სარიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა