მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა. დაკავებულია ერთი პირი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული თითქმის 13 ათასი ლარის ღირებულების საქონელი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხანგრძლივი პატიმრობა ელის.