თეგებით ძიება

მორჩა, დასრულდა ეს ამბავი... ნაცემი, მაგრამ ცოცხალია - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელსაც ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრ "კამარას" ტერიტორიდან რამდენიმე დღის წინ მცენარე მოპარეს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ხე პოლიციამ დაუბრუნა.

ფანჯიკიძის თქმით, გამტაცებლის ვინაობით არ ინტერესდება და არც მის დასჯას აპირებს.

"ხე დავიბრუნე მეგობრებო. ცოტა ნაცემი, მაგრამ ცოცხალია და იცოცხლებს ისევ და გახდება დიდი ხე. ცოტა მოფარებულში დავრგავ ახლა, ასე ჯობს გამტაცებლისთვისაც და ჩემთვისაც. ქალს, რომელმაც ამოთხარა, რა თქმა უნდა, არაფერი ემუქრება, არათუ არ ვკლავთ, არ ვწვავთ, არ ვაპატიმრებთ, არც სახელი და გვარი მინდა ვიცოდე მისი, ასე რომ თავისუფლად შეუძლია იაროს კამარას წინ, ეჭვის ან მორიდების გარეშე, რომ ვინმე ვცნობთ. დასრულდა ეს ამბავი, მორჩა. სამაგიეროდ, გავიგე, რას ნიშნავს ქრინჯვა. ქრინჯვა ასეთი რამე ყოფილა, სხვის ჩადენილს შენ რომ წუხხარ - რომ მეგონა, სრულყოფილი სიხარულის განცდა მექნებოდა, რომ მომიტანეს უკან მცენარე, რომლის ყველა ფოთოლს ყოველდღე ვაკვირდებოდი და ამოივსებოდა ორმო, რომელიც ყველა ტკივილის სიმბოლურ იმიჯად გამიფორმდა, ყველაფერი ერთად გამიღვიძა და ჩამომანგრია, სიხარულთან ერთად ვიგრძენი სევდა, თითქოს მერჩივნა, ის ადამიანი, ვინც ამოგლიჯა, ჩემი სიზმრის და ბოდვის ღამის მოჩვენება ყოფილიყო და არა რეალურად არსებული ვინმე. თვითონ არ დამიბრუნა, არადა აჯობებდა, ასე ექნა, არც გამოჩენილიყო, ისე დაედო უკან. პოლიციამ დამიბრუნა მოკლედ. სამი რამის გამო ვარ მათი მადლობელი, ადამიანობის უპირველესად, უკარგესი ხალხია, არავის "სისხლის სმისკენ" მიდრეკილება არ აქვთ, ანუ იდეალური პოლიციელები არიან, კარგ ფილმებში რომ გინახავთ, ისეთები; იმედის გაჩენისთვის, რომ ეს კონკრეტული ჯგუფი პროფესიონალები არიან და არ დაგჭირვებოდეთ არასდროს, არცერთი მიზეზით, მაგრამ ძალას მოგცემენ, რომ თქვენი უფლებების დაცვა არა მხოლოდ უნდათ, არამედ კომპეტენტურობის გამო ეს კიდეც შეუძლიათ; თანაგანცდის უნარისთვის, - "ხე რა პრობლემაა" - აი ეს არცერთს არ ეწერა სახეზე, ყველა თავის ვენახზე, ხეზე და მცენარეზე ალაპარაკდა, ორმო რომ ნახეს. მოკლედ ქატოც და ფქვილიც აქა და ლხინი იქაც და ლხინი აქაც და რამდენიმე ადამიანი მაინც თუ გაიაზრებს, რომ სხვისი ნასიყვარულების, მითუმეტეს სილამაზის და მითუმეტეს ცოცხალი ორგანიზმის გატაცება დანაშაულია, ეგეც უკეთესს, უფრო მგრძნობიარეს გახდის ამ ქვეყანას. ის ვარდი, რომელიც შენს ვარდად აირჩიე მილიარდ ვარდს შორის და ის მელია, რომელიც მოიშინაურე ამბავია ყველა ამბავი საერთოდ. ხოდა პატარა პრინციც საზეპირო უნდა იყოს დედამიწის ყველა მოქალაქისთვის" - წერ ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა