თეგებით ძიება

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთისა და საქართველოს მოქალაქეებთან გასაუბრებისას, არადეკლარირებული 30 010 აშშ დოლარის, 120 ყაზახური ტენგეს და 24 915 ევროს უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის უცხოურ ვალუტაში არსებულმა არადეკლარირებულმა თანხამ, ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით, საერთო ჯამში - 188 751.53 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, თითოეული კანონდამრღვევი მოქალაქე 5000 ლარით დაჯარიმდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა