თეგებით ძიება

"უზომოდ კმაყოფილი ვარ საკუთარი დიადი თავით..." - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ყველას გქონიათ ან გაქვთ ალბათ რაღაც კონკრეტულის კეთების დროს ან პროცესში ან შედეგის მერე შეგრძნება რომ როგორც პიროვნება შედექით, აი ისეთი შეგრძნება კინაღამ რომ თვითკმაყოფილებაა. და როგორც წესი, ეს ეხება პროფესიას, საყვარელ საქმეს.

ხოდა მე ეს შეგრძნება მეუფლება მხოლოდ ყიყლიყოს კეთების დროს! არ ვღადაობ, მართლა ასეა, თან ბევრი წელი და ამდენად ამას ვერც პანდემიას ან სოციალურ მდგომარეობას მივაწერ. ეხლაც, ამ წუთას მოვრჩი ყიყლიყოს შეწვას და ამას რომ ვწერ, სრულიად დარწმუნებული ვარ საკუთარი არსებობის აუცილებლობაში.

თუ ვინმეს გაგეცინათ, არ მოგერიდოთ, თამამად დააჰაჰავეთ, რადგან მეც ყურებამდე გაკრეჭილი ვაკაკუნებ ამ წამს კლავიატურაზე და უზომოდ კმაყოფილი ვარ საკუთარი დიადი თავით. აი იმდენად რომ სულ ცოტა და შეიძლება მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ შეთქმულებაში დავადანაშაულო", - წერს სარიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა