თეგებით ძიება

"ხოდა ძვირფასო სახელმწიფოვ, თუ ჩემამდე მოუშვებ ველურებს და ვინმე შემეხება ფიზიკურად..." - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ "ღირსების მარშში" მონაწილეობას მიიღებს:

"ცოტა არ იყოს რთული ცხოვრება მქონდა და მაქვს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები იქ და იმ მდგომარეობაში, სადაც კითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა პრაიდი და უნდა დავიცვათ თუ არა უმცირესობების უფლებები, მომიწევს შევიშმუშნო და ვიბოდიალო – იცით რა... კი, მაგრამ... უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ.... და მსგავსი ნაგავი. მოკლედ, გავდივარ სოლიდარობისთვის ღირსების მარშზე. ყველა ადამიანი თანასწორია და თანასწორობა ნიშნავს არა მხოლოდ “ეგდე შენთვის და არ გცემ“–ის უფლებას, არამედ ბედნიერების, თავისუფლად სუნთქვის, თვითრეალიზაციის, წარმატების უფლებას. ვიღაცეები კუნთებზე იყურებიანო და იმუქრებიანო, ხოდა ძვირფასო სახელმწიფოვ, თუ ჩემამდე მოუშვებ ველურებს და ვინმე შემეხება ფიზიკურად, თავს დავიცავ ყველანაირი გზით. დამარტყამთ, დაგარტყამთ! წერტილი!", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა