თეგებით ძიება

"ჟურნალისტებზე თავდასხმები საგანგაშო ტენდენციის სახეს იღებს!" - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჟურნალისტებზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება.

"ჩემი მხარდაჭერა "ტვ პირველის" ჟურნალისტებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო ფიზიკური თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტები გახდნენ! ნინი ელიკა

ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის გახშირებული შემთხვევები უკვე საგანგაშო ტენდენციის სახეს იღებს!
მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება!", - წერს ლომჯარია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა