თეგებით ძიება

გოგოსთან მიმოწერის გამო, 19 წლის ბიჭი ხეზე ჩამოკიდეს - შურისძიება კახურად

კახეთის ერთ-ერთ სოფელში 19 წლის ბიჭზე ფიზიკურად იძალადეს. როგორც "მთავარი არხი" ავრცელებს ინფორმაციას, მიზეზი თანასოფლელ გოგონასთან მიმოწერა გახდა.

ირკვევა, რომ საქმრომ, რომელზეც გოგონა დანიშნული იყო, 19 წლის ბიჭზე შურისძიება გადაწყვიტა. სოფელში ყვებიან, რომ ბიჭი ხეზე ფეხებით დაკიდეს.

თავად დაზარალებული ძალადობის ფატს უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ თავდამსხმელები მისი ღირსების შელახვას ცდილობდნენ.

ინციდენტს ადასტურებენ დაზარალებულის ოჯახის წევრები. მათი ინფორმაციით ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა მოძალადეებმა თავად გადაიღეს და ნათესავებს გაუგზავნეს, მოგვიანებით კი გოგონასთან დაარეკინეს და მასთან ურთიერთობის შეწყვეტა მოსთხოვეს.

შსს-მ დააკავა 2 სავარაუდო მოძალადე, თუმცა სასამართლომ ორივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლა. გირაოს თავად დაზარალებული მხარეც დათანხმდა. დაზარალებულის დედა ყვება, რომ მათთან მოძალადეების მშობლები მივიდნენ და პატიება სთხოვეს.

სასამართლო 19 ივლისს ჩაინიშნა. პროცესზე გამოიკითხებიან საქმის გარჩევაში მონაწილე პირები და სავარაუდოდ ამავე პროცესზე განიხილება ვიდეოც, რომელიც ინციდენტის დროს მოძალადეებმა გადაიღეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა