თეგებით ძიება

დაძაბულობა "თბილისი პრაიდის" აქციაზე - დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ზურა მახარაძე

დაპირისპირება "თბილისი პრაიდის" აქციაზე - ადგილზე, სადაც "ლგბტქ" პრაიდის დახურული ღონისძიება ტარდებოდა, რადიკალურმა ჯგუფებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც დაძაბულობა მოყვა.

დაპირისპირების დროს ჰომოფობიურად განწყობილი პირები პოლიციელებსაც დაესხნენ თავს და გზის გადაკეტვა სცადეს.

სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რათა პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები კონტრაქციის მონაწილეებისგან დაიცვან.

ინციდენტის დროს, პოლიციამ 4 პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ზურა მახარაძე, კონტრ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა