თეგებით ძიება

მოვუწოდებთ ყველას, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს - ვაჟა სირაძე აქციის მონაწილეებს მიმართავს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე "თბილისი პრაიდისა" და კონტრაქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

როგორც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების შემდეგ სირაძემ განაცხადა, ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე, მეორე მხარეს და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, არ გასცდნენ სიტყვისა და გამოხატვის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი", – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა